;

ჩვენს შესახებ


  ფსკერის გასაღრმავებლად Longreach-ის ექსკავატორებით

Longreach-ის ექსკავატორით ფსკერის გაღრმავება მშვენიერი საშუალებაა გუბურის გასაწმენდად, რათა ის უფრო წყალუხვი და ბანაობისათვის გამოსადეგი გახდეს.

ამ გზით შეიძლება პატარა გუბურის ტბად გადაქცევა, ქვიშიანი ფსკერითა და სუფთა წყლით. გრძელისრიანი ექსკავატორის დახმარებით შესაძლებელია გუბურების გასუფთავება ჭუჭყისა და ნაგვისაგან და მათი დაცვა დაჭაობებისაგან.

   მიწის სამუშაოებისათვის

ჩვენი ტექნიკა ასრულებს გრუნტის ამოთხრასთან, მის ტრანსპორტირებასთან, დაგებასთან, მოსწორებასთან და დატკეპნასთან დაკავშირებულ სახის სამუშაოებს.

მიწის სამუშაოები შეიძლება საჭირო იყოს საყოფაცხოვრებო და საწარმოო დანიშნულების შენობათა საძირკვლების შენებისას; ასევე გზების, ტრანშეების, არხების და სხვა საინჟინრო ნაგებობების მოწყობა, ტერიტორიის დაგეგმვა და მშენებლობის სხვა შემთხვევებში, მოითხოვენ ნიადაგზე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას.

  მყარი ზედაპირის გასახსნელად

დღეს მშენებლობაში ჰიდრავლიკური ჩაქუჩი გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის მყარი ზედაპირების გასახსნელად.

ექსკავატორის ბაზაზე არსებული ჰიდრავლიკური ჩაქუჩი განკუთვნილია მძიმე სამუშაოების შესასრულებლად, რომელსაც ჩვეულებრივი ციცხვიანი მინი ექსკავატორი ვერ უმკლავდება. ის გვეხმარება მშენებლობის, საგზაო სამუშაოებისა და კომუნიკაციების გაყვანისათვის ნიადაგის მომზადებაში.

ჩვენ რატომ?

ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრული სპექტრი ნებისმიერი სირთულის პროექტისათვის.

ექსკლუზიურობა

თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა

მოქნილი გრაფიკი

ჩვენ ვუთავსდებით თქვენს სამუშაო გრაფიკს

დრო - ფულია

კონტრაქტის შესრულება ორიოდე საათში

გარანტია

ჩვენ ვიძლევით გარანტიას ჩვენს მანქანა-დანადგარებზე

თქვენი აღჭურვილობის არენდა

ქირავდება მანქანა-დანადგარები მიწის სამუშაოებისათვის კარიერების დასამუშავებლად, საძირკვლების, წყალგამყვანი მილებისა და დრენაჟისათვის ტრანშეების გასაჭრელად, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებისათვის.

ტექნიკის ქირაში შედის:

- მანქანის მომსახურება;

- ოპერატორის მომსახურება;

ჩვენ ყველა კლიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით. თითოეულ კონტრაქტში განსაზღვრულია დანადგარის გაქირავების ყველა პირობა.

სამთვიანი ან უფრო ხანგრძლივი ქირავნობის კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, დანადგარის ტრანსპორტირებას მომავალი ექსპლუატაციის ადგილზე და გამქირავებლის საწყობში მის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს გამქირავებელი საკუთარი ხარჯით. მანქანა-დანადგარები ქირავდება თვიურად, ქირავნობის მინიმალური ვადა ერთი თვეა, დამქირავებელი იხდის დაქირავების მომდევნო თვის დაწყებამდე.

კომპანია Smartbox-ი გთავაზობთ Caterpillar-ის მანქანა-დანადგარების დაქირავებას ძალიან ხელსაყრელ ფასად.

დაგვიკავშირდით და ჩვენ მოგიძებნით თქვენთვის საჭირო ტექნიკას.

ჩვენი ვიდეოები

არხის ლინკი


კიდევ გაქვთ შეკითხვები? +995599302959